"რაც მორენომ გააფუჭა, მორატას რომ გაეფუჭებინა - მოკლავდით", - ლუის ენრიკე

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის საინტერესო განცხადება შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ.
ამ შეხვედრაში, შეცვლაზე შემოსულმა ხერარდ მორენომ რამდენიმე კარგი მომენტი გაანიავა და მატჩის ძირითად, ან ექსტრა-ტაიმში დასრულების შანსი გაუშვა ხელიდან.
„ის მომენტები, რომელიც ამ მატჩში ხერარდ მორენომ გააცუდა, ალვარო მორატას რომ გაეცუდებინა - მოკლავდით.“ - აღნიშნა ენრიკემ მეოთხედფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.
ევრო 2020-ს მსვლელობისას, ალვარო მორატა პრესის კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა თავისი გამოუყენებელი მომენტების შემდეგ.
მატჩში შვეიცარია - ესპანეთი ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როცა ჟორდი ალბას დარტყმის შემდეგ, დენის ზაკარიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 58-ზე შვეიცარიამ ანგარიში გაათანაბრა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ესპანელები უკეთესები აღმოჩდნენ - 3:1.