VIDEO: ტრავმირებულ სპინაცოლას, იტალიელებმა მხარდაჭერა სიმღერით გამოუთქვეს
ევრო 2020-ს ¼-ფინალურ მატჩში, რომელშიც ბელგიისა და იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მძიმე ტრავმა იტალიელმა ფლანგელმა, ლეონარდო სპინაცოლამ მიიღო.
ფეხბურთელი მოედნიდან საკაცით გაიყვანა, მას თვალებზე ცრემლები ერეოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრავმის გამო, სპინაცოლას რამდენიმე თვე და შესაძლოა, სულაც ერთი წელიწადი გაუცდეს.
მატჩის შემდეგ, იტალიის ფეხბურთელებმა ტრავმირებულ თანაგუნდელს მხარდაჭერა სიმღერით გამოუცხადეს.