ავტორიზაცია

ძალიან სამწუხარო ამბავი - სპინაცოლამ შესაძლოა ერთი წელიც ვერ ითამაშოს

ძალიან სამწუხარო ამბავი - სპინაცოლამ შესაძლოა ერთი წელიც ვერ ითამაშოს
თარიღი 03 Jul 2021, 12:25

იტალია-ბელგიის შეხვედრის ყველაზე სამწუხარო მომენტი - ლეონარდო სპინაცოლას აქილევსის მყესის გაწყვეტა და მოედნის დატოვება.

იტალიელი მარცხენა მცველისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და წინასწარი პროგნოზებით, მისი რეაბლიტაციის პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდებოდა.

ცნობილი ჟურნალისტის, ადრიანო დელ მონტეს ინფორმაციით კი "რომას" ვინგბექს შესაძლოა ერთი წელიც კი გაუცდეს.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დაიწყება "სკუადრა აძურას" ოთხიანის ორგანიზმში აღდგენითი პროცესი.

შეგახსენებთ, აპენინელი განაპირა მცველი იქცა ევრო 2020-ის ერთ-ერთ აღმოჩენად და "ლურჯების" წამყვან ფეხბურთელად.

28-წლის ფლანგელი ორჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და "ეშმაკებთან" მიღებულ ტრავმამდე ის ჩვეული აქტიურობით გამოირჩეოდა.