"იტალიასთან გაწყვეტილი მყესებით ვითამაშე", - დე ბრუინი
ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა იტალიასთან მარცხის შესახებ განცხადება გააკეთა:
"უკანასკნელი ხუთი თვე გამომივიდა უცნაური და მოულოდნელი - ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შემდეგ პორტუგალიასთან...მადლობა ჩვენს მედ-შტაბს.
იტალიასთან შეხვედრის წინ, მქონდა გაწყვეტილი მყესები, თუმცა სათადარიგოთა სკამზე დარჩენას არც განვიხილავდი. მოედანზე უნდა ვყოფილიყავი.
სამწუხაროა, რომ დავმარცხდით, მაგრამ ვერ ვიტყვი იმას, რომ ამ წაგებაში ბელგიის ნაკრების რომელიმე ფეხბურთელია დამნაშავე.
მოწინააღმდეგის შესაჩერებლად გავაკეთეთ ყველაფერი, თუმცა ჩაფიქრებული არ გამოგვივიდა", - განაცხადა ბელგიელმა ფლეიმეიქერმა.
შეგახსენებთ, რომ "ეშმაკები" "სკუადრა აძურასთან" დამარცხდნენ ანგარიშით 1:2. "წითლების" მხრიდან ერთადერთი გოლი 11-მეტრიანით რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.