ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
მოსკოვის სპარტაკის დუბლშემადგენლობის ქართველმა თავდამსხმელმა ნიკოლოზ ქუთათელაძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა სპორტ-ექსპრესი იუწყება და წერენ, რომ ამის მიზეზი ლეგიონერების ლიმიტის პრობლემის მოხსნა იყო.
გასულ სეზონში "სპარტაკ 2"-ის შემადგენლობაში ქუთათელაძემ FNL-ში 4-ჯერ ითამაშა, თუმცა შედეგიანი ქმედებით ვერ გამოირჩა, ხოლო მოსკოველთა ახალგაზრდულ გუნდში 41 მატჩში 15-ჯერ გაიტანა.
20 წლის ნიკოლოზ ქუთათელაძემ ვარჯიში პრაღის სპარტას სკოლაში დაიწყო, შემდეგ იყო ფრანგული პსჟ და ბოლოს, პროფესიონალური კონტრაქტი სპარტაკთან გააფორმა.