ავტორიზაცია

იუვენტუსში დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

იუვენტუსში დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
თარიღი 03 Jul 2021, 23:26

არგენტინელი თავდამსხმელის, პაულო დიბალას მომავალი გარკვეული, იტყობინება Tuttosport.

ცნობილი იტალიური გამოცემის თანახმად, 27 წლის არგენტინელი "იუვენტუსთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას დათანხმდა.

მხარეები გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, წლიურად 10 მილიონ ევროიანი ხელფასით.

დიბალა "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლის ზაფხულიდან იცავს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წელს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში პაულომ "ბებერი ქალბატონის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.