ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომელიც, შესაძლოა, მესის ახალ კონტრაქტს შეეწიროს
ლიონელ მესისთა კონტრაქტის გახანგრძლივების გამო, „ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელის უფასოდ გაშვებაც კი მოუწევს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სახელფასო ლიმიტის შესამსუბუქებლად, „ბარსელონას“ სურს გუნდიდან გაუშვას ის ფეხბურთელები, რომლებიც მთავარი მწვრთნელის გეგმებში არ შედიან.
პირველი ასეთი ფეხბურთელები სამუელ უმტიტი და მირალემ პიანიჩი არიან - ფრანგის გასხვისებას „ბარსა“ დიდი ხანია ცდილობს, თუმცა თავად მცველი კატალონიის დედაქალაქში და მაღალ ხელფასზე თავს კომფორტულად გრძნობს, რის გამოც გუნდიდან წასვლაზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება პიანიჩს, ის „ბარსელონას“ გასულ ზაფხულს, „იუვენტუსიდან“ შეუერთდა, თუმცა გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა და სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე, არცერთ გუნდს პიანიჩსა და უმტიტიში ფულის გადახდის სურვილი არ გამოუთქვამს, „ბარსას“ მათი გაშვება შესაძლოა უფასოდაც კი მოუწიოს, რომ ლეო მესის კონტრაქტის გადახდა შეძლოს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ოფიციალურად 1 ივლისს ამოეწურა და ამჟამად, იურიდიულად, არგენტინელი „ბარსას“ ფეხბურთელად არ მოიაზრება.