სანჩო: "ახლა მანჩესტერ იუნაიტედზე საუბარი არ მინდა"
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეიდონ სანჩომ, უკრაინის ნაკრების დამარცხების და ევრო 2020-ს ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე ისაუბრა.
უკრაინასთან მატჩში, სანჩო ამ ტურნირზე პირველად მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში.
„სიმართლე გითხრათ, ახლა „მანჩესტერ იუნაიტედზე“ საუბარი არ მინდა. უბრალოდ მსურს, რომ ინგლისის ნაკრებში ასპარეზობაზე ვიყო კონცენტრირებული. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ, თამაშის შესაძლებლობა მომეცა და ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია.
ყოველთვის, როცა არ ვთამაშობდი, ვარჯიშს ვუბრუნდებოდი და 100 პროცენტით ვიხარჯებოდი. ვიცოდით, რომ დღეს დიდი მატჩი გველოდა, უკრაინა - ძალიან კარგი გუნდია. მე ძალიან გახარებული ვარ.“ - ციტირებს სანჩოს სიტყვებს Goal.com.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანჩოს ტრანსფერში 85 მილიონი ევრო გადაიხადა.
ევრო 2020-ს ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების მეტოქე დანია იქნება, მატჩი 7 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.