ავტორიზაცია

აგენტი კლუბს დაუკავშირდა - რონალდუმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

აგენტი კლუბს დაუკავშირდა - რონალდუმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 04 ივლ 2021, 14:17

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრირომ „ალიანც სტედიუმზე“ კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა და თავის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ამის შესახებ ამცნო. მენდეში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ფეხბურთელს კონტრაქტის 2023 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივება სურს.

თავის მხრივ, ტურინულმა გუნდმა დასაფიქრებლად დრო ითხოვა, რადგან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, „იუვენტუსს“ ფეხბურთელისთვის ხელფასის გადახდა საგრძნობლად გაუჭირდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვეს“ მაისურით 2018 წლიდან ასპარეზობს, სადაც მადრიდის „რეალიდან“, 117 მილიონ ევროდ გადავიდა.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე აკავშირებს და თუ მხარეები გახანგრძლივებაზე არ შეთანხმდნენ, რონალდუ გუნდს სეზონის ბოლოს უფასოდ დატოვებს.