"ლიმიტი არ დაგავიწყდეს", - ლა ლიგა ბარსელონას მესისთან მოლაპარაკებებში პრობლემებს უქმნის?!
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, „ბარსელონას“ მეთაურს, ჟოან ლაპორტას მოუწოდა, მესისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების პროცესში, სახელფასო ლიმიტის შესახებ არ დაავიწყდეს.
AS-ის ინფორმაციით, ლაპორტა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხელმძღვანელობა მესისთან მოლაპარაკებებით აღელვებულია, იმიტომ რომ ამჟამად, კლუბი ღრმა ფინანსურ კრიზისშია, ბიუჯეტის გაზრდის გზა კი პრაქტიკულად არ არსებობს.
„ბარსელონას“ გეგმა იყო, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გაესხვისებინა, მაგრამ მათზე მოთხოვნა არ არის. ასეთ ფეხბურთელებს შორის არიან: ჟორდი ალბა, სამუელ უმტიტი, უსმან დემბელე და ფილიპე კოუტინიო. მეტიც, არსებობს ხელფასების „ზღვარი“ და ლაპორტა მესის ძალიან მაღალ ხელფასსაც ვერ შესთავაზებს. ინფორმაცია იმაზე, თუ რამდენს შეადგენს ეს ლიმიტი - არ ვრცელდება.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესის სურს, ყველა საგადასახადო საკითხი გუნდში ღიად და სუფთად გვარდებოდეს, რადგან სამომავლოდ, ფინანსურმა პრობლემებმა მას შესაძლოა სხვა ქვეყანაში გადაცხოვრებაში ხელი შეუშალოს.