ავტორიზაცია

"ფინანსური პრობლემები ჩემზე არ უნდა აისახოს", - მესიმ ბარსელონას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა

"ფინანსური პრობლემები ჩემზე არ უნდა აისახოს", - მესიმ ბარსელონას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა
თარიღი 04 Jul 2021, 13:02

ლიონელ მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Marca-ს ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს, კატალონიურ გუნდთან თავისი მოთხოვნები გააჩნია. კერძოდ, მესის სურს, რომ საგადასახადო საკითხები სუფთად და გახსნილად გვარდებოდეს. ფინანსურმა პრობლემებმა სამომავლოდ მის სხვა ქვეყანაში გადაბარგებას შესაძლოა სერიოზულად შეუშალოს ხელი. ლეო არ გამორიცხავს, რომ ორ წელიწადში ერთ-ერთ ამერიკულ გუნდთან გააფორმებს კონტრაქტს.

გარდა ამისა, მესი ითხოვს გარანტიას იმისა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ ხელფასს დროულად მიიღებს, თუნდაც იმის კორონავირუსის ახალი ტალღის ან სხვა სირთულეების მიუხედავად.

არგენტინელს სურს დარწმუნდეს, რომ ხელფასი დროულად ჩაერიცხება და მასზე არ აისახება სტადიონის შევსების ან სხვა კომერციული საკითხების პრობლემები.

აშკარაა, რომ ლეოს სურვილის დასაკმაყოფილებლად, „ბარსელონას“ ფული არ ჰყოფნის, ამიტომ ხელმძღვანელობა სხვა მოთამაშეებთან ხელფასის შემცირებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ამ მოლაპარაკებების პროცესში მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ იქნება განხორციელებული გადახდები. ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან" ხელფასი ოფიციალურად 1 ივლისს ამოეწურა და ამჟამად, ოფიციალურად ის „ბარსელონას" ფეხბურთელი არ არის.