ავტორიზაცია

ლიონელ მესი პელეს ყველა დროის რეკორდის გამეორებასთან ერთ ნაბიჯშია, თუმცა სერიოზული მდევარი ჰყავს

ლიონელ მესი პელეს ყველა დროის რეკორდის გამეორებასთან ერთ ნაბიჯშია, თუმცა სერიოზული მდევარი ჰყავს
თარიღი 04 ივლ 2021, 12:49

არგენტინის ნაკრების 34 წლის ფორვარდი, ლეო მესი, პელეს ყველა დროის რეკორდის გამეორებასთან ერთ ნაბიჯშია.

კოპა ამერიკა 2021-ს ¼-ფინალში, არგენტინელმა ეკვადორის კარში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და ნაკრების მაისურით თავისი გოლების რაოდენობა 76-მდე გაზარდა.

ამრიგად, მას ლეგენდარული პელეს რეკორდამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს, რომელმაც პროფესიონალურ კარიერაში ბრაზილიის ნაკრების მაისურით 77 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისთვის, სამხრეთამერიკული ნაკრებებისთვის ასეთი რაოდენობა სარეკორდოა. ამრიგად, არგენტინის ნაკრების მაისურით მომდევნო ორი გოლის გატანის შემდეგ, ლიონელ მესი სამხრეთამერიკული ნაკრებების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება.

თუმცა, ლეოს ერთი სერიოზული მდევარი ჰყავს - ბრაზილიის ნაკრების ლიდერს, ნეიმარს, „სელესაოს“ მაისურით 68 გოლი აქვს გატანილი და დიდი ალბათობით, კარიერის ბოლომდე ბევრად მეტიც ექნება.

შეგახსენებთ, რომ ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირი ამჟამად კრიშტიანუ რონალდუა, ირანელ ალი დაეისთან ერთად. ორივეს ანგარიშზე ნაკრებში გატანილი 109 გოლია.