ავტორიზაცია

უმტიტი მზადაა ბარსელონას ფიფაში უჩივლოს, მხარეებს შორის ურთიერთობა იძაბება

უმტიტი მზადაა ბარსელონას ფიფაში უჩივლოს, მხარეებს შორის ურთიერთობა იძაბება
თარიღი 04 ივლ 2021, 16:48

„ბარსელონას“ და მისივე ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის შორის, ურთიერთობა იძაბება.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი მცველი გუნდიდან წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა შეატყობინა, რომ მასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

მიმდინარე შეთანხმება 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, რომლის მიხედვითაც, ის წლიურად, გადასახადების გადახდამდე 16 მილიონ ევროს იღებს ხელფასის სახით.

თუ „ბარსელონა“ ცალმხრივად გადაწყვეტს უმტიტისთან კონტრაქტის გაწყვეტას, ფრანგი ფეხბურთელი მზადაა, საქმის გასარჩევად ფიფასაც კი მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ პირველი კონტრაქტით, „ბარსელონაში“ უმტიტის ხელფასი წლიურად დაახლოებით 2 მილიონი ევრო იყო. შემდეგ, მან გააფორმა ახალი ხელშეკრულება, რომლითაც მისი ხელფასი 8 მილიონამდე გაიზარდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მის გადასახადებს კლუბი ფარავს, მისი ხელფასი ჯამურად 16 მილიონამდე აღწევს.

„ბარსას“ და უმტიტის პრობლემები 2018 წლის მუნდიალის წინ დაიწყო. ექიმებმა მას ოპერაციის ჩატარება ურჩიეს, მაგრამ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გადაწყვიტა, შემდეგ კი კონსერვატიული მკურნალობის მეთოდით გამოყენება ამჯობინა.