"სანჩო ისე მოძრაობს, თითქოს საცეკვაო მოედანზეა", - ფერდინანდმა მანჩესტერის ახალწვეული შეაქო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს ინგლისური კლუბის ახალწვეულ ჯეიდონ სანჩოზე.
"ემიუმ" შესანიშნავი ფეხბურთელი დაიმატა. მას უკვე სამი წელიწადია ყველა თვალყურს ვადევნებთ. სანჩო ისე მოძრაობს, თითქოს საცეკვაო მოედანზეა. მცველებს აჯადოებს. მასში გაერთიანებულია დამაჯერებლობა და ბალანსი, ეს კი იშვიათი კომბინაციაა".
"სანჩო ისეთ გადაცემებს აკეთებს და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, როგორსაც მისი ასაკის ფეხბურთელები ვერ ახერხებენ", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს Daily Mail.
1 ივლისს, "დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვატცკემ დაადასტურა, რომ 21 წლის ინგლისელი "ემიუში" გადავიდა. "ეშმაკუნებს" სანჩოს ტრანსფერი 84 მილიონი ევრო დაუჯდათ.