ბარსელონას პიანიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა, ფეხბურთელის პასუხმა არ დააყოვნა
"ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს, იტყობინება Marca.
აქამდე, Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიელებმა 31 წლის ბოსნიელს შეტყობინება გაუგზავნეს გუნდთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.
პიანიჩი სეზონში დაახლოებით 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით. "ლურჯ-ბროწეულისფრები" გამოცდილ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტით სახელფასო ხარჯების შემცირებას გეგმავენ.
არსებული ცნობით, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს პიანიჩი არ სჭირდება.
გასულ სეზონში პიანიჩმა "ბარსას" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბთან კონტრაქტის ვადა მას 2024 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.