ნავასი თუ დონარუმა? — ცნობილია, თუ ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში
"პარი სენ ჟერმენში" მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ ვინ იქნება გუნდის ძირითადი მეკარე მომავალ სეზონში.
ასე დ ამგვარად, როგორც GFFN იტყობინება, Téléfoot-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2021/22 წლების სეზონში პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში კეილორ ნავასს ვიხილავთ.
ჯანლუიჯი დონარუმა, რომელიც ძალიან მალე ფრანგულ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება, კოსტარიკელის დუბლიორი იქნება.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა პარიზელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და წლიურად 12 მილიონ ევროს გამოიმუშავებს ხელფასის სახით.