ავტორიზაცია

"ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად", - რონალდუს ოჯახური ფოტო იახტიდან

"ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად", - რონალდუს ოჯახური ფოტო იახტიდან
თარიღი 04 ივლ 2021, 22:09

"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

36 წლის სუპერვარსკვლავი იახტაზე ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად დასვენების დრო დადგა", - წერს რონალდუ.

ფოტოში ფეხბურთელი თავის რჩეულ ჯორჯინა როდრიგესსა და შვილებთან ერთად არის.

მოგეხსენებათ, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად რონალდუ ევრო 2020-ის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი გუნდი ბელგიასთან (0:1) დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატზე კრიშტიანუმ ეროვნული გუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი გაიმეორა, მის აქტივში 109 გოლია.