რეალმა თვალი დანი ოლმოს დაადგა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა — AS

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, დანი ოლმო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.
"ლაიფციგის" 23 წლის ფეხბურთელისთვის "რეალი" იბრძვის, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
თუმცა, არის იმის ალბათობა, რომ მადრიდელებმა ფინანსური სიდუხჭირის გამო ოლმოს შეძენაზე უარი თქვან.
გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბუნდესლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.
16 წლის ასაკში ოლმო თანატოლებში "ბარსელონას" ასაკობრივი გუნდის კაპიტანი გახლდათ. შემდეგ კონტრაქტი ამოეწურა, კლუბში თანამშრომლობაზე სწრაფ შეთანხმებას ელოდნენ, ნაცვლად ამისა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხორვატიაში წვიდა და კონტრაქტი ზაგრების "დინამოსთან" გააფორმა.
ამჟამად ოლმო ესპანეთის ეროვნული ნაკრების განკარგულებაშია, რომლის რიგებშიც ევრო 2020-ზე ასპარეზობს და ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.