ავტორიზაცია

ბაიერნი თუ ლივერპული? - საულმა არჩევანი გააკეთა

ბაიერნი თუ ლივერპული? - საულმა არჩევანი გააკეთა
თარიღი 05 ივლ 2021, 13:45

"ლივერპული" საკმაოდ აქტიურად ეძებს თავისი ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველის, "პარი სენ-ჟერმენში" გადასული ჯინი ვეინალდუმის შემცვლელს.

AS-ის თანახმად, მერსისაიდელებისთვის ნიდერლანდელი ჰავბეკის საქმის გამგრძელებელი არის მადრიდის "ატლეტიკოს" შუახაზელი, საულ ნიგესი.

აღსანიშნავია, რომ "წითლების" გარდა, ესპანელი ნახევარმცველის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას მიუნხენის "ბაიერნიც" იჩენს.

"როხიბლანკო" არ არის თავისი აღზრდილის გაყიდვის წინააღმდეგი, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული მხარე 40 მილიონს გადაიხდის.

იგივე წყაროს მტკიცებით, თავად დიეგო სიმეონეს გუნდის რვიანი იხრება "რეკორდმაისტერის" ვარიანტისკენ და არა "სქაუზერების".