EXCLUSIVE: გიორგი არაბიძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას საქართველოს ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, არაბიძე აგვისტოდან "სამტრედიას" მაისურს მოირგებს.
ჯერჯერობით, კლუბის ოფიციალური გვერდი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ავრცელებს. მოგეხსენებათ, არაბიძე რამდენიმე კვირა იმერულ კლუბთან ერთად ვარჯიშობდა.
სავარაუდოდ, არაბიძე "სამტრედიასთან" კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს.
შეგახსენებთ, ბოლოს ის "როტორის" ღირსებას იცავდა, სადაც იჯარით იყო, ისე კი პორტუგალიური "ნასიონალის" საკუთრებაა.
რაც შეეხება "სამტრედიას", გია ცეცაძის გუნდი 21 ტურის შემდეგ 10 ქულით ეროვნული ლიგის ბოლო ადგილოსანია.