ცნობილი გახდა შვეიცარიასთან მატჩში ვარანის, პოგბას და პავარის კონფლიქტის დეტალები
ცნობილი გახდა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების კომფლიქტი, ევრო 2020-დან გამოვარდნის შემდეგ.
Le Parisien-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ შვეიცარიასთან მატჩის მსვლელობისას, პავარმა ვარანს მიმართა და აღელვება გამოთქვა იმით, რომ პოგბა დაცვით ფუნქციებში მოიკოჭლებს.
მას შემდეგ, რაც ვარანმა ეს სიტყვები პოგბას გადასცე, ეს უკანასკნელი პავართან გაბრაზებული მივარდა და ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ დაძაბულობამ საბოლოოდ პენალტების სერიაში ფეხბურთელების მიერ შესრულებულ დარტყმებზეც იქონია გავლენა.
გარდა ამისა ირკვევა, რომ შემდეგ, პოგბამ გასახდელში ვარანს მოუბოდიშა, მაგრამ ეს გუნდში ატმოსფეროს გაუმჯობესებას დიდად ვერაფერში წაადგა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან ევრო 2020-ს მერვედფინალში, პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.