ატლეტიკომ საულ ნიგესის შეძენა პრემიერ ლიგის გრანდს შესთავაზა
მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი, საულ ნიგესი, გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
გამომდინარე იქიდან, რომ „მელეიბეები“ უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაადასტურებენ არგენტინელი როდრიგო დე პაულის ტრანსფერს, რომლის „უდინეზედან“ შეძენაც გუნდს 35 მილიონი ევრო უჯდება, საულის ადგილი გუნდში აღარ მოიძებნება და მადრიდელებს მისი გასხვისება სურთ.
ამის გამო, ფეხბურთელის შეძენა ინგლისურ „ლივერპულს“ შესთავაზეს, რომელიც „პსჟ-ში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული ჯორჯინიო ვეინალდუმის შემცვლელს აქტიურად ეძებს.
სწორედ ამის გამო, „ლივერპული“ მზადაა, საულის ტრანსფერი აქტიურად განიხილოს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაემთხვევა „ატლეტიკოს“ ფინანსური მოთხოვნები მერსისაიდელთა შესაძლებლობებს.
საულის პოზიციები „ატლეტიკოში“ ჯერ კიდევ გასულ სეზონში შეირხა, როცა ის ხშირად სასტარტოშიც ვერ ხვდებოდა და გუნდის ლა ლიგის საჩემპიონო სვლაში მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია.
ყველაზე აქტიურად, პრესა საულს მიუნხენის „ბაიერს“ უკავშირებს.