გარი ნევილმა დაასახელა ინგლისის თერთმეტეული, რომლის მოედანზე ხილვასაც დანიასთან მატჩში ისურვებდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, ევრო 2020-ს მოახლოვებულ ნახევარფინალზე ისაუბრა.
კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა დაასახელა თერთმეტეული, რომლის „უემბლიზე“ ხილვასაც „დანიასთან“ მატჩში ისურვებდა.
„მინდა, რომ მოედანზე გავიდეს იგივე გუნდი, რომელმაც უკრაინას 4:0 მოუგო, ოღონდ სასტარტოში ბუკაიო საკა დაბრუნდეს.“ - აღნიშნა ნევილმა.
ცნობისთვის, უკრაინასთან მატჩი საკამ დაზიანების გამო გამოტოვა. მის ნაცვლად, მოედანზე ჯეიდონ სანჩო გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში, გარეთ საუთგეიტმა მოედანზე შემდეგი თერთმეტეული გაიყვანა:
პიკფორდი, უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, შოუ, ფილიპსი, რაისი, მაუნტი, სანჩო, სტერლინგი, კეინი.
მატჩი დანია - ინგლისი ზეგ, 7 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.