ავტორიზაცია

ზუკა დავითაშვილი ყაზანის რუბინს ტოვებს

ზუკა დავითაშვილი ყაზანის რუბინს ტოვებს
თარიღი 05 ივლ 2021, 20:25

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ 20 წლის ნახევარმცველი ყაზანის რუბინს დატოვებს, ახალი კლუბის შესახებ კი მალე გახდება ცნობილი.

დავითაშვილი ყაზანის რუბინის მომდევნო ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, იგი მხოლოდ საწვრთნელ პროცესში იქნება ჩართული.

ზურიკო დავითაშვილი ყაზანის რუბინს 2019 წლის ზაფხულში თბილისის ლოკომოტივიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.