ავტორიზაცია

რამდენ მილიონს გადაიხდის კოპენჰაგენი ხოჭოლავას ტრანსფერში?

რამდენ მილიონს გადაიხდის კოპენჰაგენი ხოჭოლავას ტრანსფერში?
თარიღი 05 ივლ 2021, 16:04

საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დანიურ კოპენჰაგენში გააგრძელებს.

ამის შესახებ GOAL.GE-მ ექსკლუზიურად უკვე გაცნობათ და გითხრათ, რომ მხარეებს შორის 4-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ქართველი მცველი დანიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად გაფრინდება.

EXCLUSIVE: ხოჭოლავამ შახტარი დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია!

როგორც GOAL.GE-სთვის ცნობილია, კოპენჰაგენი შახტარს ხოჭოლავას ტრანსფერში 4 მილიონს გადაუხდის. დასაწყისში 2 მილიონს, ხოლო შემდეგ ბონუსების სახით 2 მილიონ ევროს.

გასული სეზონი კოპენჰაგენისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, გუნდი ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე გავიდა, წელი უტიტულოდ დაასრულა, ახლა კი მათი მთავარი მიზანი ტიტულების დაბრუნება იქნება.

დავით ხოჭოლავა შახტარში 2017 წლიდან თამაშობდა, სადაც უკრაინული ჩერნომორეციდან გადავიდა. ფეხბურთელმა ამ დროის განმავლობაში დონეცკელთა მაისურით 95-ჯერ ითამაშა.