EXCLUSIVE: ხოჭოლავამ შახტარი დატოვა - ქართველის ახალი გუნდი ცნობილია!
საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დანიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, დავით ხოჭოლავამ კოპენჰაგენთან შეთანხმებას მიაღწია. 27 წლის ცენტრალური მცველი დანიაში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მიფრინავს, რის შემდეგაც ახალ კლუბს ავსტრიაში შეკრებაზე შეუერთდება.
როგორც GOAL.GE-სთვის ცნობილია, ხოჭოლავასა და კოპენჰაგენს შორის 2+2 სისტემით გაფორმდება კონტრაქტი, დანიელებს შახტარისთვის 4 მილიონის გადახდა მოუწევთ.
დავით ხოჭოლავა შახტარში 2017 წლიდან თამაშობდა, სადაც უკრაინული ჩერნომორეციდან გადავიდა. ფეხბურთელმა ამ დროის განმავლობაში დონეცკელთა მაისურით 95-ჯერ ითამაშა.