ავტორიზაცია

"ძალიან გვსურდა, გენტმა არ მოგვყიდა" - თურქული გუნდი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე მუშაობდა

"ძალიან გვსურდა, გენტმა არ მოგვყიდა" - თურქული გუნდი ჩაკვეტაძის ტრანსფერზე მუშაობდა
თარიღი 04 Jul 2021, 18:30

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიურმა გენტმა თურქეთის ჩემპიონატში არ გაუშვა.

ამის შესახებ ტრაბზონსპორის მთავარმა მწვრთნელმა აბდულა ავჯიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როცა ჟურნალისტმა ჩაკვეტაძის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა.

"ჩვენ შევეცადეთ ჩაკვეტაძის დამატება, გენტს წინადადებაც გავუგზავნეთ, თუმცა ბელგიელებმა უარი გვითხრეს," - განაცხადა ავჯიმ.

ajansspor წერს, რომ ტრაბზონსპორი მზად იყო, ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გადაეხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი ბელგიურ გუნდთან 2023 წლამდეა მოქმედი.

კვერკველიამ შეთავაზება მიიღო - ბერძნული ფეხბურთის გრანდს ქართველი მცველი სურს