კვერკველიამ შეთავაზება მიიღო - ბერძნული ფეხბურთის გრანდს ქართველი მცველი სურს
საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ შესაძლოა კარიერა საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ პანათინაიკოსის მწვრთნელს ივან იოვანოვიჩს მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი მცველით სურს უკანა ხაზის გაძლიერება.
novasports.gr წერს, რომ ცნობილია ფინანსური დეტალებიც. პანათინაიკოსი საბა კვერკველიას წლიურად 500,000 ევროს სთავაზობს.
გასულ სეზონში პანათინაიკოსი საბერძნეთის ჩემპიონატში მე-5 პოზიციაზე გავიდა. საბა კვერკველიაში გუნდს სატრანსფერო ღირებულების გადახდა არ მოუწევს, ქართველი მცველი თავისუფალი აგენტია.