ავტორიზაცია

ნეფჩისთან მატჩის წინ - ვიქტორ მონხილმა დინამო თბილისი დატოვა

ნეფჩისთან მატჩის წინ - ვიქტორ მონხილმა დინამო თბილისი დატოვა
თარიღი 04 Jul 2021, 14:13

28 წლის ესპანელმა ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ მონხილმა დინამო თბილისი დატოვა.

GOAL.GE-ს ამის შესახებ ინფორმაცია ესპანელმა მცველმა დაუდასტურა და თქვა, რომ გუნდს წასვლის თხოვნით თავად მიმართა, ინიციატორი ფეხბურთელი იყო.

"სამწუხაროდ, ჩემი პირადი პრობლემების გამო მომიწია სამშობლოში დაბრუნება. გუნდს ვთხოვე და მათ მოისმინეს ჩემი თხოვნა, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა," - გვითხრა მონხილმა.

3 დღეში დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგაზე ბაქოს ნეფჩის ეთამაშება, ხალხი ტრანსფერების მოლოდინშია, დინამო თბილისიდან კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი წავიდა.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ მონხილმა დინამო თბილისის მაისურით 19-ჯერ ითამაშა.