"იტალიის ნაკრების თამაშს ეს ორი ფეხბურთელი წარმართავს", - ბარელამ თანაგუნდელები გამოარჩია

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკოლო ბარელამ ევრო 2020-ის ეგიდით ესპანეთთან გასამართი 1/2 ფინალური მატჩის წინ თანაგუნდელები, მარკო ვერატი და ჟორჟინიო შეაქო.
"ვერატი და ჟორჟინიო? ეს ორი ფენომენალური ფეხბურთელი წარმართავს ჩვენს თამაშს. მე უფრო შეტევაზე ვარ კონცენტრირებული", - აცხადებს 24 წლის იტალიელი.
"ჟორჟინიო იშვიათად უშვებს შეცდომას, ყოველთვის სწორ გაგრძელებას პოულობს", - ციტირებს ბარელას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
იტალია - ესპანეთი 6 ივლისს, ლონდონში, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.