ავტორიზაცია

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ტოტენჰემის დირექტორი კეინის მომავალზე ალაპარაკდა

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა", - ტოტენჰემის დირექტორი კეინის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 05 ივლ 2021, 20:54

"ტოტენჰემის" სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო პარატიჩიმ თავდამსხმელ ჰარი კეინის შესახებ ისაუბრა.

"კეინი ტოპ ფეხბურთელია. სულმოუთქმელად ველოდები იმის ხილვას, თუ როგორ თამაშობს "ტოტენჰემში". გვსურს, რომ კეინი კლუბში დარჩეს, ეს არის ჩვენი მიზანი. გამიმართლა და "იუვენტუსში" ბევრი საუკეთესო ფეხბურთელი მინახავს და მინდა კეინისგანაც მივიღო სიამოვნება".

"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ჰარისთან ჯერ კიდევ არ მილაპარაკია, რადგან ევრო 2020-ის მიმდინარეობისას ჩვენი მოთამაშეების შეწუხება არ მინდა. ბრწყინვალე თავდამსხმელია", - ციტირებს პარატიჩის სიტყვებს Sky Sports.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 27 წლის ფორვარდის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. "ქალაქელები" მზად არიან 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ და ტრანსფერში სხვა ფეხბურთელებიც ჩართონ. ინგლისელს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება.

გასულ სეზონში კეინმა "დეზების" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.