კიეზა: "მორატა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც დამეხმარა იუვენტუსს უკეთ შევწყობოდი"

იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა, ფედერიკო კიეზამ ევრო 2020-ის ნახევარფინალში ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ ესპანელ ფორვარდ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი 2020/21 წლების სეზონში "იუვენტუსში" ასპარეზობდა.
"ვისაუბრეთ და ერთმანეთს გოლების გატანა მივულოცეთ. ერთმანეთს მივესალმებით. ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც დამეხმარა "იუვენტუსს" უკეთ შევწყობოდი. სასიამოვნო იქნება ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მასთან შეხვედრა", - ციტირებს კიეზას სიტყვებს Sky Sport Italia.
იტალია - ესპანეთი 6 ივლისს, ლონდონში, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.