მოურინიოს თავის გუნდში მარსელოს ხილვა უნდა, რეალის პოზიცია ცნობილია — AS
"რომას" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს გუნდში "რეალის" მცველის, მარსელოს ხილვა სურს.
პორტუგალიელი სპეციალისტი 33 წლის ბრაზილიელის რომაულ კლუბში გადაბირებას ეცდება, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
თუმცა, მადრიდში გამოცდილი ფეხბურთელის გაშვება არ უნდათ და მზად არიან იგი გუნდის კაპიტნად აქციონ.
მოგეხსენებათ, მოურინიო მარსელოსთან ერთად უკვე მუშაობდა - პორტუგალიელი 2010 წლიდან 2013 წლამდე მადრიდულ გრანდს ედგა სათავეში.
Transfermarkt-ის ვერსიით, მარსელოს სატრანსფერო ფასი 7,5 მილიონ ევროს შეადგენს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა ბრაზილიელს "რეალთან" მომავალი სეზონის ბოლსო ეწურება.
მარსელო "რეალში" 2017 წლიდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო.
მარსელო რეალს დაუკავშირდა და საკუთარ მომავალზე ჰკითხა - ბრაზილიელის ბედი გადაწყვეტილია