ავტორიზაცია

ოქროს ბურთის მოგების 10 მთავარი პრეტენდენტი — მესი პირველზეა, რონალდუ TOP 5-ს მიღმაა

ოქროს ბურთის მოგების 10 მთავარი პრეტენდენტი — მესი პირველზეა, რონალდუ TOP 5-ს მიღმაა
თარიღი 05 ივლ 2021, 22:53

გავლენიანმა გამოცემა Goal.com-მა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა.

ასე და ამგვარად, სიაში პირველ ადგილს არგენტინელი ფორვარდი, ლიონელ მესი იკავებს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია. რეიტინგის წინა ვერსიაში ლეო მე-5 პოზიციაზე იყო.

მეორე ადგილზე "ბაიერნის" ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკია. რეიტინგში ისიც დაწინაურდა - მეოთხე პოზიციიდან.

მესამეზე "ჩელსის" ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე მოგვევლინა, რომელიც ლიდერი იყო, თუმცა ევრო 2020-დან საფრანგეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ დაქვეითდა.

"ოქროს ბურთის" მოგები 10 მთავარი პრეტენდენტი Goal-ის ვერსიით:

1. ლიონელ მესი ("ბარსელონა", არგენტინის ნაკრები);

2. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", პოლონეთის ნაკრები);

3. ნ'გოლო კანტე ("ჩელსი", საფრანგეთის ნაკრები);

4. რომელუ ლუკაკუ ("ინტერი", ბელგიის ნაკრები);

5. კილიან მბაპე ("პსჟ", საფრანგეთის ნაკრები);

6. კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი", ბელგიის ნაკრები);

7. კრიშტიანუ რონალდუ ("იუვენტუსი", პორტუგალიის ნაკრები);

8. რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი", ინგლისის ნაკრები);

9. ერლინგ ჰოლანდი ("დორტმუნდი", ნორვეგიის ნაკრები);

10. ნეიმარი ("პსჟ", ბრაზილიის ნაკრები).