ავტორიზაცია

კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი კლუბს სასამართლოში უჩივის

კონტრაქტის გაწყვეტის გამო, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი კლუბს სასამართლოში უჩივის
თარიღი 05 ივლ 2021, 23:37

"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ კლუბმა მას კონტრაქტი გაუწყვიტა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, 23 წლის ფეხბურთელი აპირებს კატალონიურ გრანდს სასამართლოში უჩივლოს, რადგან როგორც ფიქრობს, კატალონიელები უსამართლოდ მოექცნენ.

ფეხბურთელის გარემოცვის ცნობით, "ბარსელონას" მატეუსის ტრანსფერზე შეთავაზებები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ამას ყოველთვის უარყოფდნენ.

ფერნანდესი "ბარსაში" 2020 წლის ზამთარში "პალმეირასიდან" 7 მილიონ ევროდ გადავიდა, 3 მილიონი კი პოტენციური ბონუსების სახით იყო გათვალისწინებული.

ტრანსფერის შემდეგ, მატეუსმა კიევის "დინამოსთან" (4:0) გამართულ მატჩში მოედანზე 17 წუთი გაატარა, ამის შემდეგ "ბარსელონას" მაისურით მას აღარ უთამაშია.