ავტორიზაცია

გვარდიოლა ბარსაზე: "მიკვირს, რომ კლუბი აქამდე მივიდა, ფინანსებთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია"

გვარდიოლა ბარსაზე: "მიკვირს, რომ კლუბი აქამდე მივიდა, ფინანსებთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია"
თარიღი 05 ივლ 2021, 23:47

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების შესახებ ისაუბრა.

"დიახ, ცოტა შეწუხებული ვარ. ლაპორტასა და მის ხალხს ვენდობი, მაგრამ ცხადია, ფინანსებთან დაკავშირებული სიტუაცია კრიტიკულია. გასაკვირია, რომ კლუბი აქამდე მივიდა".

"ნაწილობრივ საქმე კორონავირუსის პანდემიაშია, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის. "ბარსელონამ" მოთმინება უნდა გამოიჩინოს. უახლოეს წლებში რთული იქნება", - განუცხადა გვარდიოლამ TV3-ს.

შეგახსენებთ, 50 წლის ესპანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2008 წლიდან 2012 წლამდე წვრთნიდა.

"ბარსას" შემდეგ, გვარდიოლამ "ბაიერნი" ჩაიბარა, სადაც 2013 წლიდან 2016 წლამდე იმუშავა, ხოლო 2016 წლიდან "მანჩესტერ სიტის" უდგას სათავეში.