ავტორიზაცია

დინამო თბილისმა განელი ფეხბურთელი დაიმატა

დინამო თბილისმა განელი ფეხბურთელი დაიმატა
თარიღი 06 ივლ 2021, 11:48

თბილისის "დინამომ" ოფიციალურად დაადასტურა "ნეა სალამისის" ყოფილი შემტევის, ბარნს ოსეის უფასო ტრანსფერი.

განელმა ვინგერმა კარიერის დიდი ნაწილი გაატარა პორტუგალიაში, სადაც ის ყველაზე წარმატებულად თამაშობდა "პაკოშ ფერეირაში", 81 მატჩი, 9 გოლი.

ქართული კლუბის ახალწვეულის უკანასკნელი გაჩერება იყო კვიპროსი, 34 შეხვედრა, 3 ბურთი. ცნობისთვის, 2015 წელს, 26-წლის გარემარბმა განის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდულ გუნდში 3 მატჩი ჩაატარა.

აფრიკელი ფლანგელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 350 ათას ევროს შეადგენს. აქვე დავამატებთ, ოსეიმ "ლურჯ-თეთრებთან" 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.