ავტორიზაცია

რას წერს პორტოს ოფიციალური ვებ-გვერდი აბუაშვილის ტრანსფერზე?

რას წერს პორტოს ოფიციალური ვებ-გვერდი აბუაშვილის ტრანსფერზე?
თარიღი 06 ივლ 2021, 14:43

თბილისის "დინამოდან" "პორტოში" გადასულ გიორგი აბუაშვილს პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სიახლე მიუძღვნა.

"აბუაშვილი 47-ნომრით ითამაშებს პორტოს სარეზერვო გუნდში, ივარჯიშებს მთავარ გუნდთან ერთად, ადგილის დამკვიდრების შანსით".

ქართველმა შემტევმა თავადაც გააკეთა კომენტარი - "პორტოში გადასვლა - ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველი მთავარ გუნდში თამაშს".

"დრაკონების" ახალწვეული ვინგერის კონტრაქტი გათვლილია 2026 წლამდე და მისი ტრანსფერი კლუბს 240 ათასი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ 18-წლის გარემარბი "დინამოს" მთავარ გუნდში გამოჩნდა მიმდინარე სეზონში და მან ექვსი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.

აბუაშვილს აგრეთვე ჩატარებული აქვს 13 მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების 17-წლამდელთა ახალგაზრდულ გუნდში.