ავტორიზაცია

"რონალდუ მისი მწვრთნელობით იდეალურად თამაშობდა", - ტრეზეგემ პორტუგალიელის თავკაცები გაიხსენა

"რონალდუ მისი მწვრთნელობით იდეალურად თამაშობდა", - ტრეზეგემ პორტუგალიელის თავკაცები გაიხსენა
თარიღი 05 ივლ 2021, 12:00

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დავიდ ტრეზეგემ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რონალდუ - იუვენტუსის საუკეთესო ტრანსფერია. დიახ, მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები გუნდში, თუმცა პორტუგალიელმა უმოკლეს დროში 100 გოლი გაიტანა.

თანაგუნდელებთან დაკავშირებული სირთულეები კი არის არა ფეხბურთელების, არამედ მწვრთნელების ბრალი. კრიშტიანუ კრიტიკას არ იმსახურებს.

ზოგადად კი მისი მორჯულება არც ისე მარტივია და ვფიქრობ, ეს მოახერხა ზიდანმა, როდესაც ტურინელთა ლიდერი რეალში თამაშობდა.

სწორედ ამ გუნდში აჩვენებდა ის თავის იდეალურ თამაშს. ვიმედოვნებ, რომ პორტუგალიის ნაკრების შვიდიანი ბებერ ქალბატონში დარჩება".

შეგახსენებთ, რომ პირენეელი თავდამსხმელის სახელს სატრანსფერო ბაზარზე "პარი სენ-ჟერმენსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.