ავტორიზაცია

ბარსელონას აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას

ბარსელონას აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას
თარიღი 06 Jul 2021, 20:12

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი, მატეუს ფერნანდესი, უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ გადაწყვიტა კლუბმა მასთან განშორება.

კატალონიელები, რომლებსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, სახელფასო დებულების შემცირებას აქტიურად ცდილობენ, რათა ლეო მესის ახალი კონტრაქტისთვის დაზოგონ ფული. 

შედეგად, ფერნანდესთან „ბლაუგრანამ“ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და ამის შესახებ ფეხბურთელს მეილით შეატყობინა.

SER Catalunya-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი ფიქრობს, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო. ამრიგად, ის კლუბზე სასამართლოში აპირებს ჩივილს და ითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რომელიც მას კლუბისგან, 2024 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის შედეგად ეკუთვნოდა.

ფერნანდესი „ბარსელონაში“ 2019 წელს, „ბოტაფოგოდან“ გადავიდა. 2020 წელს ის იჯარით „ვალიადოლიდში“ ასპარეზობდა, გასული სეზონი კი „ბარსაში“ გაატარა და მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.