ავტორიზაცია

ჟოან ლაპორტამ მესის ახალ კონტრაქტზე მოკლე კომენტარი გააკეთა

ჟოან ლაპორტამ მესის ახალ კონტრაქტზე მოკლე კომენტარი გააკეთა
თარიღი 06 Jul 2021, 20:08

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ლეო მესისთან ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებებზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გუნდი არგენტინელის კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ ადასტურებს, იმიტომ, რომ სახელფასო ლიმიტი ზღვარს აქვს გადაცილებული და პირველ რიგში, მისი შემცირება მინიმუმ 200.000 ევროთი სჭირდება.

სწორედ ამის გამო, „ბარსა“ სასწრაფო წესით ცდილობს ფეხბურთელების გასხვისებას.

ოფიციალურად და იურიდიულად, ლეო მესი უკვე 6 დღეა უკლუბოდაა და თავისუფალი აგენტის სტატუსში იმყოფება.

„მესის კონტრაქტი? ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს El Chiringuito TV.

ოქროს ბურთის ექვსგზის მფლობელი მთელი კარიერაა „ბარსელონას“ ღირსებას იცავს, კერძოდ კი 2003 წლიდან.