ავტორიზაცია

"ყველაფერი იტალიაში დაბრუნების სურვილის ბრალია", - მაურიციო სარიმ დაასახელა გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე ნანობს

"ყველაფერი იტალიაში დაბრუნების სურვილის ბრალია", - მაურიციო სარიმ დაასახელა გადაწყვეტილება, რომელსაც დღემდე ნანობს
თარიღი 06 ივლ 2021, 20:23

„ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ისაუბრა იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას ნანობს თავის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მეტად.

„უდიდესი შეცდომა დავუშვი, როცა „ჩელსის“ დატოვება გადავწყვიტე. ეს იმის ბრალია, რომ ყველაფრის ფასად იტალიაში დაბრუნება მინდოდა. მარინა გრანოვსკაიას არ უნდოდა, რომ გუნდიდან წავსულიყავი. „ჩელსი“ - დიდებული გუნდია, რომელმაც მომდევნო წლებში შეძლო ისეთი ახალგაზრდების მოწვევა, რომლებიც ჩემ სათამაშო სტილსაც მოუხდებოდნენ.

ეს განსაკუთრებული წელიწადი იყო, როცა რომან აბრამოვიჩი ინგლისში ვერ შემოდიოდა და გვყავდა მფლობელი, რომელიც გვერდში არ გვედგა. შეიქმნა საკმაოდ რთული სიტუაცია, ყველაფერი მარინას ხელში იყო და მას უნდა გადაეწყვიტა ათასობით პრობლემა. საფეხბურთო ასპექტი ჩვენს ხელში იყო, მაგრამ საჭირო ეკონომიკური დახმარება არ გაგვაჩნდა.

შემდეგ კი, გუნდში მივიდნენ ტიმო ვერნერი, კაი ჰავერცი, მეისონ მაუნტი, ჰაკიმ ზიეჩი... რომლებიც ჩემს სათამაშო სტილს ძალიან კარგად მოერგებოდნენ.“ - აღნიშნა სარიმ.

„ჩელსის" შემდეგ, იტალიელმა ერთი სეზონი „იუვენტუსი" გაწვრთნა და შემდეგ თითქმის ერთი წლის მანძილზე უმუშევარი იყო, სანამ „ლაციოსთან" გააფორმებდა კონტრაქტს.