ავტორიზაცია

"რონალდუსთან მუშაობით, პრობლემები გარდაუვალია", - სარი

"რონალდუსთან მუშაობით, პრობლემები გარდაუვალია", - სარი
თარიღი 06 ივლ 2021, 13:37

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, კრიშტიანუ რონალდუსთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა:

"რონალდუ არის საერთაშორისო ბრენდი და აუცილებელია, რომ კლუბის ინტერესები მის ინტერესებთან იკვეთებოდეს. სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა.

ასეთი მიდგომა აჩენს სირთულეებს და როდესაც მუშაობ პორტუგალიელ თავდამსხმელთან, პრობლემები გარდაუვალი ხდება.

ის იმსახურებს დაფასებას - კრიშტიანუს პოპულარობა და გავლენა საოცარია, თუმცა ჩემთვის უფრო ახლოს არის ის, რაც მოედანზე ხდება.

დიახ, ის მოედანზეც სასარგებლოა და იუვენტუსის ლიდერს არაერთხელ მოუტანია მნიშვნელოვანი ქულები გუნდისთვის", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალაბტონიდან" გათავისუფლების შემდეგ, ლონდონის "ჩელსის" ყოფილი თავკაცი ერთი წელი იყო უმუშევარი, ახალი სეზონიდან კი ის რომის "ლაციოს" გაწვრთნის.