იუვენტუსმა ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ორი კანდიდატი შეარჩია
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მიზანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება იქნება.
ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ბებერი ქალბატონის" მთავარი სამიზნე არის "სასუოლოს" ჰავბეკი, მანუელ ლოკატელი.
იტალიელი შუახაზელით ინტერესდება ლონდონის "არსენალიც", თუმცა თავად ფეხბურთელი "ბიანკონერის" ვარიანტისკენ უფრო იხრება.
იმ შემთხვევაში, თუ "ნეროვერდის" ნახევარმცველის ტრანსფერი მაინც ჩაიშლება, მასიმილიანო ალეგრი "ბარსელონადან" მირალემ პიანიჩის დაბრუნებას ეცდება.
ცნობილი ფაქტია, რომ კატალონიელები სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან ბოსნიელი ჰავბეკის გასხვისებას ცდილობენ.