ავტორიზაცია

VIDEO: სახალისო ეპიზოდი: რას უკეთებდა კიელინი ალბას პენალტების კენჭისყრაზე?

თარიღი 07 ივლ 2021, 02:12

იტალია - ესპანეთის ნახევარფინალში, პენალტების სერიის დაწყებამდე, ჯორჯი კიელინის და ჟორდი ალბას მონაწილეობის სახალისო ეპიზოდი შედგა.

ვიდეოში ჩანს, რომ პირველ ცდაზე, კენჭისყრა აშკარად ესპანელმა მოიგო და კარის არჩევა თავად შეეძლო, თუმცა კიელინიმ ხუმრობა-ხუმრობაში მსაჯს აიძულა კენჭისყრა მეორედ ჩაეტარებინა, რაზეც ალბამ ვერაფერი თქვა. საბოლოოდ, მეორე კენჭისყრა უკვე იტალიელის სასარგებლოდ დასრულდა და მან აირჩია კარი, რომლის უკანაც იტალიელი ქომაგები ისხდნენ.