ავტორიზაცია

VIDEO: დაცვას ბონუჩი გულშემატკივარი ეგონა და მისი მოედანზე შეშვება არ უნდოდა

თარიღი 07 Jul 2021, 11:11

ევრო 2020-ს პირველი ნახევარფინალის დასრულების შემდეგ, რომელშიც იტალიამ ესპანეთს პენალტების სერიაში მოუგო, ლონდონში, სტადიონ „უემბლიზე“, კურიოზული ეპიზოდი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებითში კი მეტოქეებმა ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს და საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც იტალიამ გაიმარჯვა.

გამარჯვებული გუნდის მცველი, ლეონარდო ბონუჩი, პენალტების შემდეგ ტრიბუნებზე, სიხარულის გულშემატკივრებთან გასაზიარებლად გაიქცა. ის ტრიბუნებთან ახლოს მივიდა და მათთან ერთად აყვირდა. 

ამის შემდეგ, ფეხბურთელი მოტრიალდა და პარტნიორებთან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მცველ გოგონას შეეჩეხა, რომელსაც ის გულშემატკივარი ეგონა და სცადა, ბონუჩი მოედანზე არ შეეშვა. ტრანსლაციაზე იტალიელი ფეხბურთელის გაკვირვებული სახეც მოხვდა.