ვინ დასახელდა იტალია - ესპანეთის ნახევარფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?

ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელის ვინაობა, რომელიც იტალია - ესპანეთის მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
უეფამ მატჩის შემდგომი ოფიციალური ჯილდო იტალიის ნაკრების შემტევს, ფედერიკო კიეზას გადასცა, რომელმაც ამ შეხვედრაში ანგარიში მე-60 წუთზე გახსნა.
ტაბლოზე უპირატესობა რობერტო მანჩინის გუნდმა 20 წუთის მანძილზე შეინარჩუნა, სანამ კიეზას საკლუბო თანაგუნდელი - ალვარო მორატა გაათანაბრებდა.
საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც კიეზას მონაწილეობა აღარ მიუღია, რადგან იმ დროს მოედანზე არ იყო.
ევრო 2020-ს ფინალში იტალიის ნაკრები ინგლისი - დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც საქმეს დღეს, 7 ივლისს, 23:00 საათზე გაარკვევენ.