ავტორიზაცია

"რომ შემეძლოს, ნეიმარს მთელი ძალით შემოვარტყამდი", - არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელი

"რომ შემეძლოს, ნეიმარს მთელი ძალით შემოვარტყამდი", - არგენტინის ნაკრების ექს-ფეხბურთელი
თარიღი 07 Jul 2021, 12:33

არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ოსკარ რუჯერიმ, ბრაზილიის ნაკრების ლიდერზე, ნეიმარზე ისაუბრა.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს კოპა ამერიკას ფინალში, 11 ივლისს დაუპირისპირდება.

„ნეიმარს მოედანზე ქცევის რაიმე ნორმა არ გააჩნია. 4:0-ზე ის იწყებს ფინტების კეთებას, ბურთი ხან ერთ მხარეს მიაქვს, ხან - მეორე. ეს პერუსთან ჯგუფური ეტაპის მატჩში მოხდა.

მართალია, რომ ნეიმარი გამოირჩევა, მაგრამ ის არ არის მესი. ისინი სრულიად განსხვავებული ტიპის მოთამაშეები არიან. პერუს ფეხბურთელები უკვე გნაადგურებულები არიან, მაგრამ ის მათზე გართობას აგრძელებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ მისი შეჩერება ძალიან რთულია, რომ შემეძლოს, მას მთელი ძალით შემოვარტყამდი.“ - ციტირებს რუჯერის სიტყვებს ESPN.