ავტორიზაცია

"სამწუხარო და გულდასაწყვეტია", - რამოსი ესპანეთის ნაკრების გავარდნას გამოეხმაურა

"სამწუხარო და გულდასაწყვეტია", - რამოსი ესპანეთის ნაკრების გავარდნას გამოეხმაურა
თარიღი 07 Jul 2021, 12:37

მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი სერხიო რამოსი, ესპანეთის ნაკრების ევრო 2020-დან გამოვარდნას გამოეხმაურა.

„ფურია როხა“ ნახევარფინალში, პენალტების სერიაში იტალიასთან დამარცხდა.

„სამწუხარო და გულდასაწყვეტია. თუმცა, თქვენ გუნდს სიხარული და მღელვარება მოუტანეთ. ვამაყობ ჩვენი ნაკრებით.“ - წერს რამოსი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რომ რამოსი ევროპის ჩემპიონატზე ლუის ენრიკემ არ წაიყვანა და ეს იმით განმარტა, რომ განვლილ საკლუბო სეზონში, ესპანელს ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა. 

საინტერესოა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრების რიგებში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა - ფეხბურთის არსებობის მანძილზე პირველად, ესპანეთის ეროვნულ გუნდს, დიდ ტურნირზე მადრიდის „რეალის“ არცერთი ფეხბურთელი არ ჰყავდა წაყვანილი.

რაც შეეხება რამოსის მომავალს - მისი გადასვლა ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. უახლოეს პერიოდში, ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პარიზულ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.