ავტორიზაცია

"დიდი უსამართლობაა", - ესპანეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ, პიკემ პენალტების სერიის ფორმატი გააკრიტიკა

"დიდი უსამართლობაა", - ესპანეთის ნაკრების გავარდნის შემდეგ, პიკემ პენალტების სერიის ფორმატი გააკრიტიკა
თარიღი 07 Jul 2021, 10:39

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჟერარ პიკემ, „ფურია როხას“ ევრო 2020-დან გამოვარდნის შემდეგ, პენალტების სერიის მოქმედი ფორმატით უკმაყოფილება გამოთქვა.

„უდიდესი ტურნირი ესპანეთის ნაკრებისთვის, ეს დიდი სიამაყეა. ევრო 2020-ს ნახევარფინალამდე მისვლა - შესანიშნავი მიღწევაა. არამგონია, რომ ამ ტურნირს საუკეთესო ნაკრები ჰყავდეს, მაგრამ პენალტების სერია ზოგჯერ ძალიან ბოროტია. დიდი მადლობა გუნდს.

შემთხვევითობა არ არის, რომ ევრო 2020-ზეც და კოპა ამერიკაზეც, ოთხივე პენალტების სერიის დროს, გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც პირველი ურტყამდა. სტატისტიკა ამბობს, რომ გუნდს, რომელიც პირველი ასრულებს დარტყმას, მეტი შესაძლებლობა აქვს. არ მეჩვენება სამართლიანი, რომ ასეთ ტურნირზე კენჭისყრა უნდა გაგდებდეს უხერხულ მდგომარეობაში.

პირადად მე ABBAABBAAB სისტემა უფრო მომწონს, რომელშიც ორივე გუნდს დაშვებული შეცდომის გამოსწორების შანსი ეძლევა.“ - წერს პიკე „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ესპანეთს პენალტების სერიაში მოუგო და 2012 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.